Jump to content
EN
Play

Forum

zuragamer-12

General
  • Posts

    3
  • Joined

  • Last visited

Reputation

0 Neutral
  1. zuragamer-12

    Football Frenzy has begun!

    Morocco Fan
  2. zuragamer-12

    "Write for the Tanki Newspaper!" Contest

    მე ეხლა ვილაპარაკებ ჩემს ცხოვრებაზე. პატარა ვიყავი ალბათ 5-6 წლის.ზაფხულში ერთ მზიან ამინდში ბიჭებმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით მდინარეზე სათევზავოთ, გავიდა 2 საათი და დავიჭირეთ 2-3კგ თევზი.შემდეგ წავედით ჩემთან სახლში და ეს თევზი დედაჩემმა შეგვიწვა ბიჭებს,და სუფრა გაშალა, შევუდეგით ჭამას და როცა დავასრულეთ წავედით მოედანზე ბურთის სათამაშოდ.მოედანზე ვიყავით ძალიან ბევრი ბავშვები და გადავწყვიტეთ გვეთამაშათ ზოგს ფეხბურთი, ზოგს წრეშიბურთი, და ზოგს მგელობანა. მე პირადად ვირჩიე ფეხბურთის თამაში,იმიტომ რომ ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარდა და კიდევაც მიყვარს, ფეხბურთის თამაში რომ ძალიან კარგად მცოდნოდა მე ვუყურებდი ტელევიზორში სხვადასხვა ფეხბურთის თამაშებს, და ჩემთვის ვაკეთებდი ფეხბურთის შესაბამის მოქმედებებს.რამდენიმე ხნის შემდეგ შევედი ფეხბურთში, სულ მალე ვისწავლე ფეხბურთის ძალიან კარგად თამაში და მწვრთნელმა დამნიშნა გუნდის კაპიტანად.მე ძალიან გამიხარდა რომ გუნდის კაპიტანი ვიყავი და ეს ჩემთვის გასაოცარი იყო,ჩემ გუნდელებს ძალიან უხაროდათ რომ კარგად ვთამაშობდი და გუნდის კაპიტანი ვიყავი.სულ მალე მწვრთნელმა გადაწყვიტა ჩვენი გუნდი წაეყვანათ შეჯიბრებებზე და ძალიან კარგად გვეთამაშა.როცა ჩვენი გუნდი პირველად წავიდა შეჯიბრებაზე ძალიან დაძაბული ვიყავით, და ჩვენი სურვილი იყო რომ არ დავმარცხდებოდით მოწინაღმდეგებთან.ამ შეჯიბრებაზე ჩვენ პირველი ხელი მოვიგეთ ხოლო შემდეგ კი დიდი წინაღმდეგობა ვაღარ გავუწიეთ მოწინაღმდეგეს დავმარცხდით და მე-2 ადგილი ავიღეთ.გუნდელებს ძალიან გული დაგვწდა რომ პირველი ადგილი ვერ ავიღეთ, და ვთქვით ის რომ მოვიდოდა დრო და პირველ ადგილსაც ავიღებდით.ფეხბურთში დავდიოდი 4-5 წელი. როცა გავხდი 11 წლის გადავწყვიტე რომ შევსულიყავი ხელბურთზე.ხელბურთში იმიტომ მომინდა შესვლა რომ ხელბურთიც გუნდური თამაში არის როგორც ფეხბურთი.ხელბურთის თამაშმა ჩემთის ძალიან კარგად იმოქმედა,და სულ მალე ავითვისე ხელბურთის თამაში."ხელბურთში მთავარი არის ნახტომი და მოწინააღმდეგის მოტყუება" ზუსტადაც მე ეს ხელბურთი შემიყვარდა ნახტომის გამო.ნახტომის გამო იმიტომ შემიყვარდა რომ ნახტომი რაგაცნაირად ჩემში კარგ შთაბეჭდილებებს ქმნიდა.მე ძალიან ბევრი ხელბურთელი მეგობრები მყავდა რომელებიც მასწავლიდა ხელბურთის სხვადასხვა მოქმედებებს და ფინტებს.მე დღესაც დავდივარ ხელბურთზე და მე ვთამაშობ ინსაიდის კომბინაციაზე.მე როცა მოვდივარ ვარჯიშიდან ცოტას დავისვენებ საჭმელს ვჭამ და მეგობრებთან ერთად გარეთ ვერთობი.ასე დაგემშვიდობებით ნახვამდის. თქვენს წინაშე იყო:ზურა მახარაძე
×
×
  • Create New...